-
2017-06-22 14:48
თბილისის მეტროს ახალი სადგურის "უნივერსიტეტის" შიდა დიზაინი ინტერნეტში სარკასტული შეფასებების საგანი გახდა.
ინტერნეტმომხმარებლები დიზაინერთა უგემოვნებაზე მიუთითებენ. უმრავლესობამ ახალი სადგურის შიდა კედელი საბჭოთა აბანოს, აუზისა და უგემოვნოდ მოწყობილი სააბაზანოს დიზაინს შეადარა.
"იუთუბზე" "ქართული ოცნების" კლიპის საუნდტრეკად ქცეული "ჩემი საქართველო აქ არის" დაადეს გრაფიკულად დამუშავებულ გამოსახულებას.
შეგახსენებთ, თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობა ვაკე-საბურთალოს რაიონში 2017 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ობიექტის გახნის დრომ გადაიწია.
თბილისის 23-ე მეტროს სადგურის მშენებლობა 2015 წლის ივლისში განახლდა, 22 წლის მანძილზე პროექტი დაკონსერვებული იყო. პროექტს აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულებამ 83 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში აშენდა და კეთილმოეწყო მეტრო „უნივერსიტეტის“ მიწისქვეშა და მიწისზედა სადგურები. გაკეთდა მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია გაუკეთდა არსებულ გვირაბებსაც.
მეტრო "უნივერსიტეტის" ერთ-ერთი შიდა კედელი ასე გამოიყურება:
