სოჭში, ზამთრის ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე, სტადიონზე საქართველოს დელეგაციის ჩავლისას საქართველო თანამგზავრიდან მიღებული ზედხედით გამოჩნდა.
ნალჩიკში, ცენტრალურ მოედანზე პოლიციამ დააკავა ჩერქეზი ახალგაზრდებისგან შემდგარი კოლონა, რომელიც „ანტისოჭის“ აქციის ჩატარებას გეგმავდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სოჭში ჩავიდა და ის მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.
მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის აღსანიშნავი სუფრის დროს თამადას – ლაშა თაბუკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეკამათება მოხდა.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ატვირთა ვიდეო, სადაც ახალაიას ბრალდების მთავარი მოწმე გია გორგაძეა გადაღებული.
ვიდეოპორტალებზე და "ფეისბუქში" "ყველაზე იოდიზირებული რადიოს", რადიო "ცხინვალის" ახალი არტი გავრცელდა.
ბაჩო ახალაიას საქმეში ბრალდების მთავარი მოწმის გია გორგაძის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ „რუსთავი–2“–ს პროკურატურიდან დაუდასტურეს, რომ ამ წუთებში მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.
ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ბრალდების ერთერთი მთავარი მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება პროკურატურაში ზეწოლით მიაცემინეს, „პრაიმტაიმში“ მიმავალი, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტაცეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სახუმარო ვიდეორგოლი იმის შესახებ, რომ დაახლოებით 15 წლის შემდეგ სვანეთის მთები იქნება ერთადერთი ადგილი დედამიწის ზურგზე, რომელიც წყლით არ დაიფარება მას შემდეგ, რაც გოლფსტრიმის დინება მიმართულებას შეიცვლის და დედამიწაზე წყლის დონე აიწევს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში პოლიციელებმა ავტომანქანაში სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, – ამის სესახებ ექსკლუზიურად „სმო.ჯი“ წერს.