
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ 14:00 საათზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით წარსდგება.
პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას დღეს მიაღწიეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოსვლის დეტალებს გაუსვა ხაზი.
"დღეს შედგა საბოლოო კონსულტაცია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ფორმატთან დაკავშირებით. ფრაქციები შეჯერდნენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლვის შემდეგ გამოცხადდება შესვნება, რომელსაც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განვაახლებთ, ამასთან ერთად უმცირესობა – უმრავლესობას ექნება 45 წუთი გამოსვლისთვის, რომლის შემდგეგ სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით. ასე დავასრულებთ პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს, ეს არის ის გეგმა, რომელზეც შევჯერდით პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.