-
2014-02-20 16:36
კიევში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
დღეს სამედიცინო დახმარების ბრიგადებს დახმარებისათვის 60-მა დაშავებულმა მიმართა. 5 მათგანი ჰოსპიტალიზირებულია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დღეს 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 სამართალდამცავია.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში სამედიცინო დახმარების ბრიგადებს სულ 505-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 292 დაზარალებულის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო.