
ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „უკრაინაში“ დამოუკიდებლობის მოედანთან ახლოს, უკვე 13 ევრომაიდნელის ცხედარია მიტანილი, რომლებიც დღეს დაიღუპნენ.
ამის შესახებ უკრაინის დამსახურებულმა ექიმმა, ოლგა ბოგომოლეცმა ჟურნალისტებს აცნობა.
„ბოლო საათის განმავლობაში უკვე 13 აქტივისტი გარდაიცვალა სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიებით. ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან – მოაღწიეთ რამეფრად ჩვენამდე“, – ამბობს ექიმი.
„მეგობარო ჟურნალისტებო, გვინდა ღიად მივმართოთ ხელისუფლებას და „რეგიონების“ დეპუტატებს, გთხოვთ, მოგვცეთ ამის საშუალება“, – აცხადებს ბოგომოლეცი.