კიევში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. დაღუპულთა რაოდენობამ 20–ს მიაღწია. მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.
აქტივისტთა უმრავლესობა სნაიპერის ტყვიით იღუპება. სნაიპერები ესვრიან მედიკოს ქალებსაც, რომლებსაც დაჭრილები გაჰყავთ და დაღუპულთა ცხედრები გადააქვთ.