უკრაინის სოფელ მაკეევკაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 14 წლის მერვეკლასელი, რომელიც სახლიდან მაღაზიაში გავიდა და უცნობებმა გაიტაცეს, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„რეგიონების“ პარტიის ლვოვის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ ბარანი, დეპუტატი ბლოგოდირი, პარტიის ხმელნიცკის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ დერიკოტი - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, ვინც მმართველი პარტია დატოვეს.
ვოლინის ოლქის ლუცკის საქალაქო სამმართველოს პირადი შემადგენლობა მათი ხელმძღვანელის მეთაურობით აქტივისტების მხარეს გადავიდა.
აქტივისტებმა კიევში კონსერვატორიის შენობა დაიკავეს, სადაც მედპუნქტის გახსნას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევრომაიდნის ორგკომიტეტი ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დააკმაყოფილა სოჭში უკრაინის სპორტული დელეგაციის თხოვნა,უკრაინელი სპორტსმენებისთვის, გლოვის ნიშნად შავი სამკლაურებით ასპარეზობის ნების დართვის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყანაში არსებული კრიზისის მოგვარებას დიალოგის გზით ურჩევს:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი „ფეისუბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის მარტში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო:
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრემიერმინისტრი განცხადებით ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ იგი უერთდება დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას ძალადობის შეჩერებისა და არსებული კონფლიქტის დიალოგის გზით გადაწყვეტის შესახებ:
პარლამენტის სხდომათა დარბაზში უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს აკაკი ბობოხიძეს ბოთლი ესროლა.
18 თებერვალს კიევში მომხდარი შეტაკებების შედეგად 1 ჟურნალისტი გარდაიცვალა, 28 ჟურნალისტი კი დაშავდა.