-
2014-02-22 23:57
დღის 12:00 საათზე დანიშნული მიტინგი ქერჩში არეულობასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ევრომაიდანს ქერჩში ახალგაზრდების ჯგუფი მიუახლოვდა და როგორც კი წამყვანმა მოითხოვა, წუთიერი დუმილით პატივი ეცათ კიევში დაღუპულებისთვის, რომელთა შორის ქერჩელიც იყო, ახალგაზრდებმა დაიწყეს ყვირილი: „მოუსვით აქედან!“; „დიდება „ბერკუტს“; „გაუმარჯოს რუსეთს!“; „ძირს ფაშისტები!“.
ახალგაზრდების ჯგუფმა ქერჩელ ევრომაიდნელებს კვერცხები ესროლეს, მოგვიანებით კი ხის ხელკეტებით ცემა დაუწყეს.
მილიციას, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, არავინ დაუკავებია. მომიტინგეები დაიშალნენ.