
"დინამო არენაზე" საქართველო–რუსეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შეხვედრის დაწყებამდე, როცა რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, ქართველი გულშემატკივრები სკანდირებდნენ: "უკრაინა!", და უკრაინის დროშის ფერებში ფორმატის ფურცლები ჰქონდათ აწეული.
ამას გარდა, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გამოფენილი იყო პლაკატი: "დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!". შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მატჩისშემდგომ საპატიო წრეზე ქართველმა რაგბისტებმა ააფრიალეს პლაკატი: "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა!".
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით