
ხარკოვის საავადმყოფოდან გამოსულმა იულია ტიმოშენკომ ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მისმა ესკორტმა გეზი კიევისკენ აიღო.
ევრომაიდანზე შეკრებილები ამ დრომდე იქ იულია ტიმოშენკოს გამოჩენას ელოდებიან. ვიქტორ იანუკოვიჩი რადის ახალმა უმრავლესობამ გადააყენა, თუმცა, თავად ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ის გადადგომას არ აპირებს: "უკრაინაში ნაცისტური რეჟიმი მყარდება", – განაცხადა იანუკოვიჩმა.
უკრაინის რადამ ჩათვალა, რომ იანუკოვიჩი თავად გაემიჯნა კონსტიტუციის გარანტის პოზიციას, იმ ვალდებულებებს, რასაც მას უკრაინის კონსტიტუცია აკისრებს და გადაყენების გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღეს.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის რადამ 25 მაისს დანიშნა.