
გაბრიელ ბერის საფლავის გახსნისა და მისი ცხედრის ნაწილების ტაძარში გადასვენების მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია.
მამა გაბრიელის ცხედარი საფლავის გახსნის შემდეგ სპეციალურად გამზადებულ ლუსკუმაში ჩაასვენეს. ცხედარი უკვე გადასვენებულია სვეტიცხოვლის ტაძარში.
სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანთა საფლავების გახსნა მანამდეც არაერთხელ მომხდარა, რათა მრევლს, მორწმუნეებს ჰქონოდათ საშუალება, მიახლებოდნენ უხრწნელ ნაწილებს და მიეღოთ კურნება და შვება.
მცხეთაში უამრავი მომლოცველი იმყოფება, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. მცხეთაში დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
რამდენიმე საათში დაიწყება მორწუმეენის შესვლა სვეტიცხოვლის ტაძარში. საღამოს გაიმართება საზეიმო წირვა, ხვალ, კვირას კი ყველა მორწმუნეს შეეძლება დაესწროს ლიტურგიას, რომელიც გაიმართება სვეტიცხოველში.