„ბატონო პრეზიდენტო! ბატონო პრემიერმინისტრო!.. წადით, თქვენი!..“ - მაიორ გიორგი ალანიას მიმართვა

საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთერთი დამაარსებელი, დღემდე ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი გიორგი ალანია, რომელიც ჩეხეთში იმყოფება და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ძებნილია, საქართველოს პირველ პირებს მიმართავს.

>>>

კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს „სასაცილოდან იდიოტიზმის ფაზაში“ გადასულს უწოდებს

პოლიტიკურად უპასუხისმგებლო დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ თვითპიარზე ფიქრობს და არც საქართველოში მიმდინარე პროცესები ანაღვლებს და, მით უმეტეს, არც უკრაინაში. - ამ კონტექსტში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოიხსენია.

>>>

სააკაშვილი: „ჩემი ქვეყანა ეს სამი თვე მაიდნის ცხოვრებით ცხოვრობდა“ (ვიდეო)

ჩემი ქვეყანა სამი თვის განმავლობაში უკრაინის მაიდნის ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო ჩემმა სამმა თანამემამულემ თავი გასწირა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული „მეხუთე არხის“ გადაცემაში.

>>>

მოსკოვში, ჰოკეის მატჩის დროს «Слава Украине»-ს სკანდირებდნენ (ვიდეო)

26 თებერვალს მოსკოვში, „სპარტაკისა“ და „აცსკ“ (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, იგივე «ЦСКА») ჰოკეის მატჩის დროს რუსმა გულშემატკივრებმა უკრაინის მაიდანს მხარი მოულოდნელი ფლეშმობით დაუჭირეს.

>>>

GHOST TITS - მამაკაცებისთვის საშინელებათა ფილმად მონათლული ფილმის თრეილერი (ვიდეო)

"Ghost Tits" - "ძუძუები-მოჩვენება" - ეს ფილმი, არცთუ უსაფუძვლოდ, მამაკაცებისთვის ყველაზე საშინელებათა ფილმადაა მიჩნეული.

>>>

მუსტაფა ჯემილიევი: ყირიმში 4 ათასამდე პრორუსის წინააღმდეგ 12 ათასი ყირიმელი თათარი გამოვიდა

მაიდანზე ჩატარებული სახალხო ვეჩეს დროს სიტყვით გამოსულმა ყირიმელ თათართა ლიდერმა მუსტაფა ჯემილიევმა განაცხადა, რომ ყირიმში კოალიციური ხელისუფლება შეიქმნება, ყირიმის რადა კი უკრაინიდან გამოყოფის საკითხს ვეღარ დააყენებს.

>>>

ნოდარ მელაძე "რუსთავი-2"-ში იმუშავებს

ცნობილი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ში იმუშავებს. ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ადასტურებს.

>>>

უკრაინის სახალხო ვეჩემ მინისტრთა კაბინეტი დაასახელა (სახელობითი სია და თანამდებობები)

კიევის მაიდანზე გამართულმა სახალხო ვეჩემ სახალხო ნდობის მანდატით აღჭურვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა.

>>>

პრეპარატი, რომელიც კიბოს კურნავს, აღმოჩენილია - პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი

პრეპარატი, რომელმაც კლინიკური გამოცდა მანჩესტერის The Christie Hospital-ში წარმატებით გაიარა კიბოთი დაავადებულს კურნავს,-ამის შესახებ სტატიას ,,მარაო.ჯი“ აქვეყნებს.

>>>

საერთაშორისო ძებნილი - ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვშია

რუსული მედიაჯგუფი РБК იტყობინება, რომ უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ერთერთ სანატორიუმში იმყოფება.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?