-
2014-03-01 23:16
ყირიმის პროკურატურა, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ცალკეული დანაყოფები სრულ ნდობას უცხადებენ ავტონომიის ახალ ხელმძღვანელობას.
ამის შესახებ დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე სიმფეროპოლში ყირიმის ახალგამოცხადებული ხელისუფლების პირველმა ვიცე–პრემიერმა რუსტამ ტემირგალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმის მასშტაბით შექმნილია მოხალისე დამცველთა რაზმები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა ნახევარკუნძულზე „ექსტრემისტების შემოჭრა არ დაუშვან“.
ტემირგალიევი აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში დაგეგმილია ერთობლივი პატრულირება ყირიმის ქალაქების ქუჩებში.