-
2014-03-01 19:46
"უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინის რადის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, უკრაინაში რუსეთის საზღვაო ფლოტის ყოფნის სესახებ შეთანხმების დენონსაცია, გაეროსადმი მიმართვა უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნით და უკრაინაში საყოველთაო-სახალხო მობილიზაციის გამოცხადება.
ამ წინადადებებით ვიტალი კლიჩკომ უკვე მიმართა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ტურჩინოვს.
„უკრაინის რადამ უნდა დაავალოს უმაღლეს მთავარსარდალს, გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს კლიჩკო.