-
2014-03-01 20:43
ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებულია და უკრაინის დასახმარებლად მზადყოფნას გამოხატავს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავითოღლიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი დეშიცეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თურქეთი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა ის პრობლემები, რომლებიც ყირიმში არსებობს, მშვიდობიანი გზით გადაწყდეს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.
„ყირიმი არ უნდა იყოს სამხედრო დაძაბულობის ცენტრი. ის უნდა იყოს ტურიზმისა და ეკონომიკური აღმავლობის ცენტრი“, - თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.