
თურქული გაზეთი Hürriyet წერს, რომ ყირიმის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში ის ავტომატურად მოხვდება თურქეთის შემადგენლობაში.
სტატიის ავტორის აზრით, ეს ვარაუდი გამყარებულია დოკუმენტით, რომელსაც ხელი 230 წლის წინ ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებმა მოაწერეს.
1783 წლის 19 აპრილს ეკატერინე დიდის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, ყირიმის ნახევარკუნძული ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობიდან რუსეთის დაქვემდებარებაში გადადის.
„თუმცა, საყურადღებოა ერთერთი პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ყირიმი არ გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და არ გადაეცემა მესამე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ავტომატურად დაბრუნდება თურქეთის შემადგენლობაში“, - წერს სტატიის ავტორი.
მისივე თქმით, 1991 წელს, როცა სსრ კავშირი დაიშალა და უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თურქეთს უკვე მაშინაც ჰქონდა ფორმალური უფლება, დაებრუნებინა ყირიმის ნახევარკუნძული, მაგრამ მაშინ თურქეთი მხოლოდ ყირიმელი ტათრების უფლებების დაცის მოწოდებით შემოიფარგლა.
„მაგრამ ახლა, იმისთვის, რომ რუსეთს შეუერთდეს, ყირიმმა ოფიციალური კიევისგან დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს. და სწორედ ამ დროს, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დაცვით, თურქეთს შეუძლია განაცხადოს: „ყირიმის მმართველობა კონტროლზე ამყავს“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს ავტორი.