რუსმა სამხედროებმა ყირიმში უკრაინელ მესაზღვრეთა ორი შტაბი დაარბიეს,- ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო უწყება ადასტურებს.
ევროპის თავზე ,,AWACS“-ის ტიპის NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავები გამოჩნდა. ამის შესახებ ბრიტანელი ანალიტიკოსი ედვარდ ლუკასი თავის twitter-ზე წერს.
აშშ-ს, საფრანგეთის და კანადის შემდეგ რვიანის სამიტს ბოიკოტს დიდი ბრიტანეთიც უცხადებს, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყებამ განცხადება უკვე გააკეთა.
პუტინის რეჟიმს ემუქრება პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია. ეს მისი აგონიაა და მისი ოცნებები დაინგრევა კიევის კართან- მიმართა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ევრომაიდანზე შეკრებილებს.
დღის ფოტო: უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი კლიმენტი გადაეღობა რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლებს ალყაშემორტყმულ უკრაინულ სამხედრო ბაზასთან ყირიმში.
გერმანელმა ქიმიკოსებმა შეძლეს მსოფლიოში ყველაზე იდუმალი დელიკატესის აღმოჩენა - უძველესი ჩინური ყველი. მიუხედავად ამისა, მისი შემადგენლობის ძირითადი ინგრედიენტები ჯერჯერობით ამოუცნობია - „დელიკატესი“ 3,5 ათასი წლის განმავლობაში სარკოფაგში მუმიასთან ერთად ინახებოდა.
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საკუთარ ადმინისტრაციას მოუწოდებს სწრაფად იმოქმედონ უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად-ამის შესახებ რუსეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდი იტყობინება.
უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ყირიმში პროვოკაციებს ახორციელებენ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალიზება მოახდინონ.
ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებთ, რუსეთის ქმედებები მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ავიაციისთვის საჰაერო სივრცე დაიკეტა.