კუდ–ის ყოფილ უფროსსა და კიდევ ერთ ყოფილ თანამდებობის პირს – გიორგი მაზმიშვილს, რომლებიც გუშინ დააკავეს, დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, მათი უარის შემდეგ კი დააკავეს – ამის შესახებ ადვოკატები აცხადებენ.
დონეცკის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მსუბუქად დაშავებული პრორუსი აქტივისტები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, ექიმებს ამაყად უცხადებდნენ, რომ თავდასხმა მათი მოწყობილი იყო.
დონეცკში სისხლიან დაპირისპირებას პრორუსულად განწყობილ და ევროინტეგრაციის მომხრეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს დონეცკიდან, სადაც კარგად ჩანს, როგორ შემოარტყეს ალყა პრორუსული მიტინგის მონაწილეებმა უკრაინის ერთიანობის ლოზუნგით გამოსულებს.
სააკაძის მოედანზე, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ოფისთან მოთვალთვალე ავტომობილის აღმოჩენის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მობილური ტელეფონითაა გადაღებული.
უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც „ნოვოსტი დონბასას“ ინფორმაციას ეყრდნობა, მინიმუ, სამი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა სასტიკი ჩხუბის დროს, რომელიც ცოტა ხნის წინ დონეცკში მოხდა.
მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საბურთალოზე მდებარე „თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრის ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის ერთერთი წევრი ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.
"სპეცოპერაციის შესახებ ვიდეომასალა კუდის ოპერატორის მიერ არის გადაღებული. გამოძიებას განვუცხადე, რომ შემიძლია ამოვიცნო, თუ ვინ გადაიღო. დამონტაჟებულია თუ არა მასალა, მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს,“- აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე, რომელიც დღეს ამ საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.
მაიდნის აქტივისტებს, რომლებიც დონეცკის ცენტრში იყვნენ შეკრებილნი და უკრაინის ჰიმნს მღეროდნენ, კონტრაქციის პრორუსმა მონაწილეებმა ჯერ ქვები დაუშინეს, ხოლო შემდეგ მილიციის კორდონი გაარღვიეს და ერთი მაიდნელი მოკლეს.
მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე "ფეისბუქში" გამოქვეყნდა ვიდეომასალა, სადაც ჩაწერილია ერთ-ერთი გადაცემის დროს გაკეთებული შეთავაზება მიხეილ სააკაშვილისადმი.