საქართველოში კორონავირუსისგან 114 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 114 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი.

>>>

მარინა ეზუგბაია - ერთ-ერთი პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, მიმდინარეობს კვლევა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დღის მეორე ნახევარში ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მოათავსეს, რომლის წყაროც არ არის დადგენილი და ამ დრომდე მიმდინარეობს კვლევა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი რჩება.

>>>

დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს - დღესვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაც

დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად.

>>>

ოქსფორდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს

ოქსფორდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. პირველ ორ მოხალისეს ინექცია უკვე გაუკეთეს. ისინი პირველები არიან კვლევისთვის შერჩეულ 800-ზე მეტ ადამიანს შორის.

>>>

თენგიზ ცერცვაძე - მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია

მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი.

>>>

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს სიმონეტა სომარუგას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

>>>

დავით ბაქრაძე - სამედიცინო ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობისგან განსხვავებით, შეიძლება, რამდენიმე თვე გაგრძელდეს და თუ ამ დროის განმავლობაში იმოქმედებს სანქციები, ეს მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ, საგანგებო და კარანტინის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ხელისუფლებამ დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს.

>>>

იტალიაში კორონავირუსით 24 საათში 464 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების 2 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსით კიდევ 464 ადამიანი გარდაიცვალა. სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 549 შეადგინა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?