ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის უმაღლესი რადა მას ვიცე-პრემიერად დაამტკიცებს. ამის შესახებ მან უკრაინულ არხ „უკრაინა 24“-თან განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ.
„ამ დროისთვის ბრძოლა მოგებულია“ - აცხადებს ახალ ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი. მისი თქმით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსი დაამარცხეს.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის დიაგნოზის მქონე კლინიკაში მყოფი 49 პაციენტიდან 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ინფექციურში 46 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მოზარდია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი რჩება.
როიტერსის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, დაუნინგ სტრიტზე დაბრუნდა.
დღეს და ხვალ, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება.
დღეიდან, 27 აპრილიდან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა. მის ფარგლებში დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 413 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთი დაბალი სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.