ლევან რატიანის განცხადებით კლინიკას დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

Image

ლევან რატიანის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

 

მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 106 პაციენტი იყოფებდა და კოვიდინფიცირებული მათგან 81-ია.

„კლინიკიდან ეწერება 9 გამოჯანმრთელებული. ასევე, გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე პირველადი ტესტი და ველოდებით პასუხებს“,- განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ 8 პაციენტი რჩება.

„დადებითი დინამიკაა იმ სიტუაციით, რომ უარყოფითი კლინიკა არცერთ პაციენტთან არ გვხვდება. რეანიმაციაში გვყავს 8. აქედან გვყავს ერთი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი ხელოვნურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ზოგიერთ მათგანთან არის დადებითი დინამიკა, ეს იმით გამოვლინდება, რომ გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის და იმედია, რომ ეს მალე განხორციელდება“,- განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომელიც კოვიდინფიცირების საეჭვო შემთხვევაა და სხვა ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?