
თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
არსებული ინფორმაციით, ახალი ინფიცირებული ე.წ. თეთრიწყაროს ექთნის კლასტერს უკავშირდება და ერთ-ერთი ინფიცირებულის მეუღლეა.
თეთრიწყაროში გუშინ სულ 170 სინჯი იქნა აღებული. ამ ეტაპზე გამოკვლეული 27-დან მხოლოდ ერთის პასუხია დადებითი კოვიდ 19-ზე, დანარჩენი კვლევის პასუხები კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.