სალომე ზურაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

Image

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას ტელეფონით ესაუბრა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და იტალიაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ პანდემიამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველო-იტალიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, მედიცინის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს შორის.

„იტალიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლისას საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მიღწევებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში როგორც ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პარალელურად მნიშვნელოვანია ასევე, სოლიდარობა ფინანსური თვალსაზრისითაც.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც ორი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრებს შორის, იტალიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს.

როგორც საუბრისას აღინიშნა, საჭიროა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მასზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს და როგორც სერჯიო მატარელამ აღნიშნა, 2018 წელს საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.

საქართველოს პრეზიდენტმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. სერჯიო მატარელამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !