დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, სოციალური დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ - თამარ ბარკალაია

Image

დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, სოციალური დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დამქირავებელი გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შემოსავლების სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, ამ პირთა სიას დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვეში 200- ლარიანი დახმარების გაცემა ამ სიების მიხედვით მოხდება.

 

„დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, ან არიან უხელფასო შვებულებაში გაშვებულები, ან არიან სამსახურიდან გათავისუფლებული, ამ შემთხვევაში მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს. აღნიშნული სიები იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებული, რომელიც ამ სიებს დასაქმების სააგენტოს წარუდგენს. ამ სიებში მყოფ პირებს, ანუ ოფიციალურად დაქირავებით მომუშავე ადამიანებს, არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარდგენა. მათი დამსაქმებელი, ისევე, როგორც მანამდე აკეთებდა ყოველთვიურად ანგარიშგებას, ახლაც გააკეთებს ანგარიშგებას შემოსავლების სამსახურში, მიაწვდის ინფორმაციას გათავისუფლებული ადამიანების შესახებ და გადარიცხვები ავტომატურად მოხდება მათ ანგარიშებზე“, - განაცხადა ბარკალაიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?