ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კოვიდ 19-ის დიაგნოზის მქონე ოთხი ახალი პაციენტი დაემატა. ორი მათგანი თეთრიწყაროდან, ხოლო დედა-შვილი თბილისის ცნობილი კლასტერიდან არის.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, "სუფთა სახლს" ეკონომიკური საქმიანობის უფლება აღუდგა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. - აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 23 სამედიცინო პერსონალს და ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ორივე პაციანტი ბავშვია და ისინი ,,ცხელების კლინიკაში“ რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.