საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 626 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა 297 გახდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული ერთი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი წევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა.
8 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დევი ტაბიძის განცხადებით, ყველა ადამიანის შემთხვევაში, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხი მიიღეს. დღეს კი ისინი 14-15 პაციენტის გატესტვას გეგმავენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.
ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახების გადაწყვეტილებას შეგვიძლია ვუწოდოთ სერიოზული შეცდომა. ეს ნაბიჯი გარკვეულ დიპლომატიურ დემარშს წარმოადგენს, - ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ახალქალაქში მომხდარი ინცინდენტის შესახებ ხელისუფლება და სასამართლო კოორდინირებულ მოქმედებას განაგრძობენ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამველ პეტროსიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ჩვენმა ძალისხმევამ პირველადი მავნებლური გეგმა, ეკონომიკის გახსნის სამი თვით გადავადებით, შეცვალა და გადმოწია საზღვრების გახსნის ვადა 1 ივლისისათვის, როცა წლის ბოლოს აპირებდნენ გახსნას, მაგრამ ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,- ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით.