ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა შექმნა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა.
აჭარაში კორინავირუსის საეჭვო ნიშნით 351 ადამიანი გამოიკვლიეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1576-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი გაეწერება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. როგორც რატიანი განმარტავს, კორონავირუსით დაინიფიცირებული პაციენტები მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იმყოფებიან.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3175-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 44-ს მიაღწია.
დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება. რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას საპარლამენტო დიალოგთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას და შესაბამისად, მასთან დიალოგი შეკრების პირველივე დღეს დასრულდება.
მსოფლიოში კორონავირუსით ამ დროისთვის 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია worldmeters-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 4 016 000 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ვირუსს საერთო ჯამში 276 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1.3 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდება.