შალვა შავგულძე - არ შეიძლება, ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე

„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება საარჩევნო სისტების შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწნებდა, რისი გაგებაც „ქართულ ოცნებას“ არ სურს. შავგულიძის თქმით, შეთანხმების პირობები დაცული უნდა იყოს და არ შეიძლება ხელისუფლებას მიეცეს საშუალება, დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე.

>>>

ნინო ბურჯანაძე - არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება გაუვა

არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას ძველი საარჩევნო სისტემით ამ არჩევნების ჩატარება გაუვა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

>>>

ეკა ბესელია - არ უნდა მივცეთ მმართველ პარტიას იმის შანსი, რომ პირობა უკან წაიღოს და ჩავარდეს კონსტიტუციური კანონპროექტი

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციამ მმართველ პარტიას არ უნდა მისცეს პირობის უკან წაღებისა და ამგვარად კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შესაძლებლობა.

>>>

ნიკა მელია - აგერ თქვენ და აგერ მე, ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა

ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინ დიდი ბრძოლაა და ისინი იბრძოლებენ იმ გზით, რაც ამ სახელმწიფოს „განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას“.

>>>

დავით ბაქრაძე - ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ჭაობში შეიყვანა და ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება მასში

ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ჭაობში შეიყვანა და ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება მასში. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქარაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების შესრულება გულისხმობს, როგორც საარჩევნო, ასევე პოლიტიკური დევნის ნაწილში მის შესრულებას. როგორც ბაქრაძე ამბობს, სწორედ ასეთი მოლოდინი არსებობს უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც.

>>>

კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც.

>>>

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მათ კლინიკაში ექვსი პირი გამოჯანმრთელდა და ყველა მათგანი მოზარდია.

>>>

არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ

ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს ამ საგაზაფხულო სესიაზე ორი პრიორიტეტი ექნება: პირველი - პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი და მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა.

>>>

გიორგი ვაშაძე - თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, „ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას” და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“

თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, დათმობაზე ვინმე იფიქრებს, დამერწმუნეთ, „ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას” და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !