საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წარსულში ნასამართლევია და სასჯელს რუსეთის ერთერთ ციხეში იხდიდა, მისი შემოწმების მცდელობის დროს ბარსელონაში პოლიციელს მუცელში ესროლა და მიმალვა სცადა, რა დროსაც დააკავეს.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი - სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ (კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას) პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა. "აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს "გირჩის" განცხადებას:
ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი წერს, რომ ქართველი რეჟისორის ნანა მჭედლიძის დაკრძალვამ ქართული კინოსა და ინტელიგენციის წარმომადგენლების, ასევე ხელისუფალთა გარეშე ჩაიარა. ჟურნალისტი ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულ მსახიობებსა და გარდაცვლილი რეჟისორის კოლეგებს აკრიტიკებს.
თავდაცვის მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი 31 მარტს დაანონსებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვიდეო პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ასახავდა.
დღეს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა "გირჩის" ინიციატივა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
ოდესაში გვიან ღამით დაახლოებით 30 ადამიანი შეიკრიბა, ოლქის პროკურატურის შესასვლელი საბურავებით ჩახერგა და მიმდებარედ კარვები დასცა.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ბანჩენის ეპისკოპოსმა ლონგინოზმა ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა რუსეთის პატრიარქ კირილესთან და შეწყვიტა მისი მოხსენიება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო „რუსთავის აზოტი„ აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საწარმოში ასევე მიმდინარეობს ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.