დღეს გადაცემა „კომენტარის“ პირდაპირ ეთერში, ტელეარხ ფორმულაზე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის დამ, რუსკა მაყაშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბესო ზანგური არის, იყო და იქნება მუდამ მოძალადე. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხნის წინ მოხდა ძალადობა, მოძალადე უნდა ამხილო.
მსახიობ ბესო ზანგურს, ყოფილი ცოლის, ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, კიდევ ერთი ქალი ამხელს ძალადობაში. სოციალურ ქსელში ელენე მაცხონაშვილი წერს, რომ მას თავად აქვს ნანახი, თუ როგორ სცემდა ზანგური თეატრალურ უნივერსიტეტში თავისივე შეყვარებულს.
პრინცი ჰარი, რომელიც ბაბუის დაკრძალვაზე დასასწრებად აშშ-დან დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, ამ დროისთვის კოვიდ რეგულაციების შესაბამისად, იზოლაციაშია და მას ჯერჯერობით ოჯახის წევრები არ უნახავს.
როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოდის ბრენდები Gucci და Balenciaga საზოგადოების წინაშე მალე ერთობლივ კოლექციას წარადგენენ.
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ის მასზე ძალადობის საქმეზე გამოიკითხება.
’’ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნი არ იყოს. ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის, ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამიტომ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.
რამდენიმე დღის წინ ბუკინგემის სასახლეში ტრაგედია დატრიალდა, გარდაიცვალა ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი. ბრიტანეთი პრინცის გარდაცვალებას გლოვობს, ბრიტანული გამოცემები კი ოჯახურ კონფლიქტზე ალაპარაკდნენ.