
63 წლის ამერიკელი ტელევარსკვლავი– ელენ დეჯენერესი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს. მან ინტერვიუში განაცხადა,რომ ტელეშოუს, რომლის წყალობითაც ის წელიწადში 50 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, მეცხრამეტე სეზონის დასრულების შემდგომ დატოვებს.
მისი თქმით , ამ გადაწყვეტილებამდე ის გასულ წელს მომხდარი ინცინეტის გამოც მივიდა. გასულ წელს ელენს თანამშრომლები რასიზმისა და არასათანადო მოპყრობის გამო უჩიოდნენ, რის გამოც ვარსკვლავმა მათ ბოდიშიც მოუხადა.