
მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს შაბათ- კვირას ღია სივრცეში მიიღებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სპეციალური შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
გიორგი ღობრაძის თქმით , ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ- კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ, ცხადია რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიური ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან ამ ამიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც იქნას მიღებული.,“- განაცხადა ღიბრაძემ.