-
2021-05-13 14:21
21-ე საუკუნეში, საზოგადოებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ გარემოს შესაქმნელად, ახალი, თანამედროვე ტიპის შენობების აგება უმთავრეს ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. შენობების აგებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად მაღალი ხარისხის მასალას გამოიყენებს სამშენებლო კომპანია. საქართველოში არსებულ კომპანიათაგან, მასალისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხით, ფოლადის ბაზარზე კომპანია „ევრომეტალი“ გამოირჩევა.
კომპანია “ევრომეტალი“ 2018 წელს დაარსდა და სწრაფი ტემპით გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კომპანია საქართველოში.აღსანიშნავია,რომ "ევრომეტალის“ გუნდი ფოლადის ბაზარზე 1994 წლიდან თავდაუზოგავად მუშაობს, რაც მაღალი ხარისხისა და სტაბილურობის უმთავრესი გარანტიაა.
"ევრომეტალი“ შემომტანი კომპანიაა და ადგილობრივ პროდუქციასთან ერთად, მას მაღალი ხარისხის ფოლადის მასალები თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს.

ახალი შენობების აგებისას მასალით დროულად მომარაგების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო და სტაბილური პარტნიორის ყოლა. კომპანია “ევრომეტალი“ დეველოპერებს აძლევს საშუალებას, იმ განუსაზღვრელი რაოდენობის მასალები მიიღოს,რომელიც მათი მშენებლობისთვის აუცილებელი და სასარგებლო იქნება.
მათი მაქსიმალურად კონფორტული მომსახურებით მშენებლები არ კარგავენ დროს და შესაძლებლობა ეძლევათ დაბალ ფასად შეიძინონ უმაღლესი ხარისხის მასალები.

დაბალი ფასების და მაღალი ხარისხის გამო,მათ მასალაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. მათი მომწოდებლები არიან წამყვანი მეტალურგიული ქარხნები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გამარტივებულია მომსახურეობაც: შეკვეთის მიღება და გაფორმება ონლაინ რეჟიმში და სატელეფონო ზარითაც არის შესაძლებელი. წლების ნამძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ „ევრომეტალმა“ ხალხის ნდობა და კეთილგანწყობა დაიმსახურა.
კომპანია "ევრომეტალი“ გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს საქართველოს მასშტაბით, ლაზერულ და პლაზმურ ჭრას.
მისამართია: თბილისი რაფაელ აგლაძის 34 ( რკინის ბაზრობის შიდა ტერიტორია) ტელ: 571 30 10 10; 571 90 10 1