-
2021-05-13 15:42
ცნობილი მოდელის ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია ხალხის ინტერესის სფეროა. ნინო ცქიტიშვილი ოთხი შვილის დედაა. მისი უფროსი შვილი თაკო ნაცვლიშვილი წლებია მოდის სფეროშია და მას საზოგადოება კარგად იცნობს.
წარმატებული მოდელი არაერთი ცნობილი დიზაინერის ჩვენებებში მონაწილეობს და საკმაოდ წარმატებულია მოდის სფეროში.მეორე შვილი გუგა ნაცვლიშვილი მამის გზას გაჰყვა და კალათბურთელია.
წყვილის მესამე შვილი ანა ნაცვლიშვილი, დის მსგავსად, მოდის სფეროში აპირებს მოღვაწეობას. ანა ნაცვლიშვილი უკვე მონაწილეობს გადაღებებში და ცნობილია, რომ გოგონას მოდის სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
როგორც ირკვევა, ანა შეყვარებულია და მისი რჩეული ცნობილი ოფთალმოლოგის გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის ვაჟი - სანდრო ჩიჩუაა.ანა და სანდრო ურთიერთობას არ მალავენ და ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.


