მოსკოვში, სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, უცნობმა პირებმა სანაგვე ურნებზე გამოსახეს წარწერა: "პუტინის ადგილი".
ქუთაისში დაანონსებულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების იდეას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააჟღერეს, სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება და სოციალურ ქსელებში აქტიური პირები თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ და აფასებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას უნივერსიტეტთან დაკავშირებით დღეისათვის უკვე ცნობილი დეტალები.
უკვე მეორე თვეა, საწარმოს თანამშრომლები იძულებით ტარიფულ შვებულებაში იმყოფებიან, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება და ქარხნის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს.
ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასიალაია.
პარლამენტში, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატი რომეო ფარულავა დეკაბრისტების კუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სიღნაღი - დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ლევან ბეჟაშვილთან ერთად წნორის მოსახლეობას შეხვდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით ბაქრაძე და სანდრა რულოვსი დღეს ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგიობრივებს პარტიის ეკონომიკური პროგარამა და სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელების შემთხვევაში რეგიონში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა გახდება შესაძლებელი.
12 სექტემბერს რადიო „აფხაზეთის ხმამ“ ახალი სეზონი განახლებული ეთერითა და პროგრამებით, ახალი და ძველი, რადიოს სახედ მიჩნეული სახეების ურთიერთშეთავსებით დაიწყო. მსმენელს ელოდება განახლებული ეთერი და გადაცემები, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებშიც.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე პარტიიდან დიმიტრი ხუნდაძე, რომლებიც დღეს სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდნენ, უარყოფენ, რომ ოთხი წლის წინ, ამავე სოფელში შეხვედრის დროს ადგილობრივებს კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 25 წლის სოპრანო, "მის საქართველო-2010"-ის მონაწილე და "მის ინტელექტის" პრიზიორი - ანა ბუბაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი და საოპერო მომღერალი თამარ იერი ავრცელებენ.