,,არჩევნების მეორე ტურამდე სათქმელი "

Image

,,არჩევნების მეორე ტურამდე სათქმელი: რამოდენიმე დღეში მეორე ტურია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 50 მაჟორიტარული მანდატის ბედი წყდება. მაგრამ პროპორციული სისტემით არჩევნები უკვე დასრულებულია. პარტიების მიმართ განწყობები უკვე დაფიქსირდა და შეჯამდა. უკვე შუალედური შეფასებაც შეიძლება.

 

პრინციპში, არაფერი ახალი არ მოხდა. ისტორია კიდევ ერთხელ განმეორდა. განმეორდა 1999 და 2008 წლის არჩევნები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ამომრჩეველი ორი ვადის განმავლობაში აძლევს მანდატს კობკრეტულ ძალას. თან ისე, რომ მეორე არჩევნებისას მანდატი, რომელსაც უკვე ხელისუფლებაში მყოფი ძალა იღებს მნიშვნელოვნად დიდია. საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ისმოდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომ ეს არჩევნები ძალიან გავს 2003 წელს და რომ ხელისუფლება ისეთივე სუსტია, როგორც 2003 წელს იყო შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი. ამ შედარებების ავტორებს ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან, ივანიშვილის ქართული ოცნება თავის მეორე არჩევნებზე მიდიოდა და არ იყო საკმარისად გახუნებული იმისათვის, რომ ხალხში აგრესია გამოეწვია.

 

ეს იყო 1999 წლის მოქალაქეთა კავშირის მსგავსი ძალა, რომელმაც წარმატებით შექმნა მტრის ხატი ყოფილი ხელისუფლებისგან და როგორც მაშინ ასლან აბაშიძის მოსვლით აშინებდნენ ამომრჩეველს, ასევე დააშინეს წელს მიშას დაბრუნებით. ისტორიის გაკვეთილმა იმუშავა. შედეგად, მივიღეთ მოსული ამომრჩევლის თითქმის ნახევარის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნება. ყველა არითმეტიკული ფანდი, რომელიც მხარდაჭერას ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობიდან თვლის და თითქოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს, უადგილოა. დემოკრატია მუშაობს ასე - წყვეტს ის, ვინც არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს. ვინც არ მიდის ან ხმას ყველას წინააღმდეგ აძლევს არ უნდა მოელოდეს, რომ მისი პროტესტის თუ სიზარმაცის გამო პარლამენტს არ აირჩევენ. აუცილებლად აირჩევენ - მისი ხმის გარეშე.

 

რა სურათი მივიღეთ - დაახლოებით 80% გადანაწილდა სამ პოლიტიკურ ძალაზე, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. 20% განაწილდა იმ პარტიებზე ვინც ბარიერს ვერ შეწვდა. 20% პროპორციული ხმების ასეთი დაკარგვა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პარტიები საკმარისად მომზადებული ვერ შეხვდნენ ამ არჩევნებს და რეალურად შუა ისევ გაიკრიფა. მაგრამ მოდით, კიდევ ერთ საკითხს მიცაქციოთ ყურადღება - რამდენი ხმა აიღეს პატარა პარტიებმა, რომელთა მონაწილეობა არჩევნებში თავიდანვე ცხადად ოლიმპიადის პრინციპი იყო და რეალურ შედეგზე გათვლა არც ჰქონიათ. პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”) - 1010 ხმა (0.06 %) „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი” - 2182 ხმა (0.12 %) „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” - 2805 ხმა (0.16 %) „სახალხო ხელისუფლება” - 810 ხმა (0.05 %) „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური) - 1757 ხმა (0.1 %) „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის” - 3824 ხმა (0.22 %) „მშრომელთა სოციალისტური პარტია” - 662 ხმა (0.04 %) „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” - 1467 ხმა (0.08 %) „საქართველო” - 1548 ხმა (0.09 %) „ქართული იდეა” - 2916 ხმა (0.17 %) „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - 13788 ხმა (0.78 %) მერაბ კოსტავას საზოგადოება - 966 ხმა (0.05 %) „ჩვენები - სახალხო პარტია” - 1595 ხმა (0.09 %) „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი” - 699 ხმა (0.04 %) ეროვნული ფორუმი - 12763 ხმა (0.73 %) „ზვიადის გზა - უფლის სახელით” - 1467 ხმა (0.08 %) „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი) - 802 ხმა

 

ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია. ყველა არჩევნებს ვერ მოიგებს და ვერც ბარიერს გადალახავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ამ პარტიამ, რომელმაც ათასამდე ხმა, ან თუნდაც 12 ათასი ხმა აიღო, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცესკოს წარუდგინა 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც ცესკომ გადაამოწმა და მათი ნამდვილობაც დაადგინა.

 

მე მგონი დასკვნახე არ უნდა ვიდაოთ - ხელმოწერების შეგროვების მექანიზმი არ მუშაობს. ხელმოწერებს ყველა ეს პარტია აყალბებს. ცესკოს მიერ გადამოწმება ფორმალობაა და სიცრუეზე თვალის დახუჭვაა კიდევ ერთი, რაც უნდა ვთქვათ ეს უფასო საეთერო დროა. ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო კიდექსში ახლებურად გაიწერა. და პარტიებს, რომლებსაც ძველი რედაქციით ეკუთვნოდათ უფასო საეთერო დრო, დაემატა - რესპუბლიკელები, მრეწველები, ფორუმი, კონსერვატორები, თავდემები. ამათგან კონსერვატორებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამისად არც სარეკლამო დრო გამოუყენებიათ. სხვებმა ისარგებლეს ამ უფლებით მაგრამ მათი შედეგები (თავდემების გარდა, რომლის რეალური რეიტინგიც კვლევებითაც ჩანდა) მოწმობს რომ კანონით ამ პარტიებისთვის უფასო დროის განოყოფა ხელოვნურია და მათი განსხვავება ახლადშექმნილი ან სხვა პარტიებისგან უფლებების თვალსაზრისით არათანასწორ პირობებს ქმნის. შესაბამისად, ბლოკში შემავალი პარტიებისთვის, მომავალ არჩევნებზე ყველასთვის გამოყოფა საეთერო დროის შედეგის მიხედვით ხელოვნურია. უფრო სამართლიანი იყო ასეთი უფლების მინიჭება მხოლოდ ბლოკის ლიდერი პარტიისთვის, რომელიც რეალურად დებს ამ შედეგს. ყველაფერი სხვა რაც ამ არჩევნებზე დავინახეთ მრავალჯერ ნანახი კინოა.

 

დავინახეთ რომ ამომრჩეველი ისევ ლიდერს ეძებს და არა ხედვევს და პროგრამებსს. სამივე პოლიტიკურმა ძალამ რომელმაც ბარიერი გადალახა ამომრჩეველს დაუხატა საფრთხე: 1. ოცნებამ ნაცმოძრაობის ტირანიის დაბრუნების სახე 2. ნაც. მოძრაობამ რუსი ოლიგარქის საფრთხე 3. პატრიოტთა ალიანსმა ქართველობის დაკარგვის საფრთხე.

 

დავინახეთ რონ ხელოვნური გაერთიანებები არ ამართლებს. დავინახეთ რომ ახალგაზრდები ისევ ნაკლებად აქტიური ელექტორატია. და კიდევ ბევრი რამ რაც არაერთხელ გვინახავს. მოკლედ რომ ვთქვათ ხალხმა არჩევანი გააკეთა. ძალაუფლება ისევ ივანიშვილის და მისი გუნდის ხელშია. თან არა უბრალოდ ძალაუფლება - სრული კარტბლანში. 1999 წელს შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირმა ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლება მიიღო ხალხისგან, მაგრამ შეცარდნაძე ამ დროს უკვე პასიური ხდებოდა ასაკის გამო და ძირითადად მის გუნდში შემავალმა სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს ზრუნვა და ნიადაგის შემზადება მომდევნო არჩევნებისათვის უკვე ბაბუს გარეშე ხელისუფლებაში მოსასვლელად. 2008 წელს სააკაშვილმა მიიღო სრული ძალაუფლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩათვალა რომ უკვე შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა რაც უნდოდა, თან პარალელურად დაიწყო ზრუნვა იმაზე რომ სხვა არ მოსულიყო ხელისუფლებაში. არავინ სხვა. თუნდაც მისი გუნდიდან.

 

ვერც შევარდნაძის მოქკავშირმა და ვერც სააკაშვილის ნაცმოძრაობამ მეორე ვადა რეალური რეფორმებისათვის ვერ გამოიყენეს. ქ. ოცნებას აქვს არჩევანი: ან გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები და ქვეყანა დააყენოს სწრაფი განვითარების გზაზე, ან იზრუნოს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩნებაზე ( ტრადიციულად ) და ამ სურვილს გადააყოლოს ქვეყანაც და მისი თავიც - ეს კინოც ნანახი გვაქვს."

 

განცხადების ავტორი: ნიკა ობოლაძე, ეკონომისტი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?