ცნობილი ქართველი რეპერი კაბუ, რომელიც დიდი ხანია, სცენაზე არ გამოჩენილა, საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, მაგრამ რეპერობაზე უარს არ ამბობს. მომღერალმა "მიუზიკ ბოქსს" უთხრა, რომ ცოტა ხნით საფრანგეთში იცხოვრებს.
მისი თქმით, რეპზე უარის თქმა არც უფიქრია, უბრალოდ, ცოტა ხნით ისვენებს, თუმცა, იქვე დასძინა, რომ უკვე ჩაწერა ახალი სიმღერა, რომელიც მალე გამოვა და ქართველ მსმენელამდეც მივა.