"დღეს გადაცემის დაწყებამდე მომაწოდეს ინფორმაცია, გადავამოწმე რამდენიმე წყაროსთან. რომ რამდენიმე მსხვილ ნარკორეალიზატორს თბილისში მფარველობს თავდაცვის მინისტრის ძმა", - ამის შესახებ "ქრონიკა +" ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გადაცემა "რეაქციაში" აცხადებს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი განცხადებით, მომხდარის ნაციონალურმოძრაობაზე გადაბრალება არასწორია, თუმცა უსუფაშვილი არც ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების სრულად დადანაშაულებას ამართლებს.
საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა, როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ქალაქის მერი დავით ნარმანია არღვევს კანონს. მისი განცხადებით, ნარმანია გააქეზეს კანონის დარღვევაზე.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ქაოსია, რომელზეც პასუხისმგებელი ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილია.
გუშინ საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის შვილის თორნიკე კოპალეიშვილის, ასევე ჟურნალის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის დაკავების ფაქტებს ეხმაურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს კამერების თვალწინ დაკვეთა მისცა და მიანიშნა სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგი. სამადაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა.
რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე უახლესი სამხედრო დანადგარების გადასროლას ისევ აგრძელებს. ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში უახლესი С-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადაისროლეს. ინფორმაციას საერთაშორისო ვოლონტერთა საზოგადოება „InformNapalm“ ავრცელებს.
,,ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მისი შვილის დავით ხარშილაძის დაკავების გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი მიმართავს ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუწიონ მონიტორინგი დავით ხარშილაძის წინააღმდეგ დაწყებულ უკანონო სამართლებრივ დევნას და ითხოვს შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს.