
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) კვლევის შედეგებს და პოლიტიკურ რეიტინგებს მმართველ გუნდში არ ენდობიან. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კვლევის შედეგები რეალური არ არის.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი მოსახლეობისთვის ყველაზე სანდო პოლიტიკოსი არ არის.
„რეალური გამოკითხვები რომ ჩატარდეს, არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის ყველაზე სანდო პოლიტიკოსი იყოს პრეზიდენტი. ეს არჩევნები ჩატარდა რა თქმა უნდა სამართლიანად, ამდენად მე მგონია, რომ იმის მერე შესაძლოა ოდნავი ცვლილება არის რეიტინგებში, შეიძლება გაუარესებული იყოს ცოტათი. მე ვერაფერს ვხედავ აქ სიახლეს მნიშვნელოვანს, რომ ამაზე ყურადღების მიქცევა ღირდეს,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
გიორგი მარგველაშვილი, კვლევის მიხედვით ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ლიდერად სახელდება, ასე გამოკითხულთა 67% ფიქრობს.