
თერჯოლის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაციას "მოამვე" ავრცელებს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დაყაჩაღებულია ადვოკატ მზია დოღონაძის ოჯახი.
ყაჩაღობა სოფელ ჭოგნარში მოხდა: უფლებადამცველის შვილს დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო ოჯახიდან წაღებულია ძვირფასი ნივთები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.