"თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი": ნათელაშვილი ივანიშვილს ახასიათებს

Image

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "შაბათის კურეიერში" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი "თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი მსოფლიოში არ შობილა", ამიტომაც მომავალი თაობები 1 აპრილს "ბიძინაობას" დაარქმევენ.

 

„1 აპრილი მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივულოცო. ალბათ, მომავალი თაობა ამ დღეს ბიძინაობას დაარქმევს, მსოფლიოში ასეთი თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი არ შობილა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

„ივანიშვილის მიზანია, რაც შეიძლება, ნაკლები ხარჯებით მართოს სახელმწიფო იმისთვის, რომ მეტი ხარჯები წავიდეს მის ბიზნესში,“ - დაამატა ლეიბორისტთა ლიდერმა "რუსთავი-2-ის" ეთერში.

 

მან ამავე გადაცემაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ვისაც ამერიკული წესით პრეზიდენტის არჩევის იდეა ეკუთვნის, "ის კაცი კონსტიტუციის აბორტმახერია".

 

ლეიბორისტთა ლიდერი, სავარაუდოდ, იდეის ავტორს ვახტანგ ხმალაძეს გულისხმობდა, რომელიც, მისი თქმით, განათლებით ფიზიკოსია: "25 წელია ვერ მოვაცილეთ იურისტობას, მაშინ როცა განათლებით ფიზიკოსია, იქ ვერ შედგა, წამოვიდა კანონმდებლობაში და ჯღაბნის ამ სისულელეებს", - თქვა მან. 

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის პირდაპირი არჩევის წესით უნდა ირჩეოდეს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !