კიევში ატო-ს ზონის (ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა) ბატალიონ "კიევი-2"-ის მეთაურს ადამ ოსმაევსა და მის ცოლს - ამინა ოკუევას ესროლეს. ადამ ოსმაევი, რომელიც უკრაინაში ჩეჩნური ბატალიონის მეთაური იყო, დაჭრილია, დაჭრილია ასევე ქილერიც, რომელიც მებრძოლებთან ნდობაში შევიდა, როგორც ჟურნალისტი და ვითომდა ინტერვიუს ჩაწერისთვის მზადების დროს, მოულოდნელად გაუხსნა ცეცხლი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ სიმძიმეს,რომელიც ამ მიმართებით არსებობს. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის საქმეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
აფგან მუხტარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა - ეს განცხადება, საქართველოს განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.
"აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა" - ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აზერბაიჯანული მხარის თქმით, ავღან მუხტარლი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა - ეს განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბაქოდან მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.
ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხტარლის ცოლი წერს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გადაიყვანეს ავღან მუხტარლი საზღვარზე მაშინ, როცა მისი პასპორტი თავად აქვს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2017 წლისთვის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დაამტკიცებულ განრიგს EDU.ARIS.GE ავრეცელბს:
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მეუფე პეტრეს და მამა გიორგი მამალაძის კავშირისა - ეს განცხადება, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გააკეთა. ქარჩავამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" საკუთარი განცხადება იმით დაასაბუთა, რომ საპატრიარქოში მეუფე პეტრე ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის დაცვა და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა.