სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, არცევში "ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების" გავლება დასრულებულია და 1-დან 30 სექტემბრამდე ორჭოსანსა და წინაგარაშიც დასრულდება.
ბიძინა ივანიშვილის შესასყიდი და გადასატანი ხეების დასათვალიერებლად დღეს ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას და ფოტოს "ბათუმელები" ავრცელებს.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ბაჩო და დათა ახალაიების დედა, ქალბატონი ნანი გაბედავა გარდაიცვალა. მას სამშაბათს, თბილისში დაკრძალავენ. ბაჩო ახალაიას ე.წ. მატროსოვის ციხეში დედის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა 18 აგვისტოს შეატყობინეს.
"როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით" - ასე უპასუხა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "სემეკი"-ის თავმდჯომარეს ირინა მილორავას კითხვას, რატომ აანონსებენ წინასწარ რა მოხდება.
ბარსელონას ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. მას შემდეგ , რაც ბარსელონას პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 28 წლის მაროკოელი დრის უკაბირის ფოტოები გაავრცელა, ესპანეთის მოქალაქე მაროკოელი უკაბირი თავად ჩაბარდა პოლიციას.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტისას დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, მიკროავტობუსის ხალხში შევარდნის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა.
სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ავტომობილი აფეთქდა.
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ”ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს. დანაშაულის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს. დაბრუნების შემდეგ კი მოქალაქეობის უფლების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.