"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში.
უკრაინაში მიხეილ სააკშვილის სასამართლო პროცესი 23 სექტემბრამდე გადაიდო.
აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა- აცხადებს განათლების მინისტრი შუახევის საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტი საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებს და არც არანაირ შედეგს მოუტანს. მისივე თქმით, ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის გადაწყვეტილება,რასაც ვერავინ აუკრძალავს.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში ისევ გაემგზავრებიან,-ამის შესახებ განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ გააკეთა.
შუახევის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებელი, მარინე დარჩიძე სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე პირველ კლასელებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც პეტრო პოროშენკოს დავალებით მესაზღვრეებს უნდა გაეკეთებინათ, რაც იმის გარანტია იქნებოდა, რომ "არავითარი გარღვევა არ მოხდებოდა".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამჯერად ვერავინ იტყვის, თითქოს უკრაინაში პრეზიდენტმა პოროშენკომ მიიწვია და დაასაქმა.
შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯთან ახლოს რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევით უცხოელი ტურისტები: აშშ-ის მოქალაქე ქალი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მამაკაცი დააკავეს.
"მე მიმძიმს თქვენი მოსმენა, უბრალოდ, იძულკებული ვარ გისმინოთ, რადგან თქვენ ამართლებთ მათ, ვინც დაგიხოცათ ნათესავები, თუკი თქვენ გყავთ ნათესავები საერთოდ საქართველოში", -