ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით, თუმცა დესოციალიზაციის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1111-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე გასულ თვეს იყო, როცა გაიგო, რომ აშშ-ში სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ ჰქონდათ.
ინტერნეტ გამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია - ასეთია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება.
ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე 3388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 490-ს მიაღწია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი იმყოფება. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 2 მილიონ პაციენტს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, ვირუსი 2 000 231 ადამიანს დაუდგინდა.
საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება. ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.