საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30-ით გაიზარდა და 336 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი.

>>>

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში საკარანტინე ზომების შემსუბუქების გეგმის შესახებ განაცხადა, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვის ზომა ძალაში 3 მაისამდე დარჩება. მერკელმა მოსახლეობას ტრანსპორტსა და მაღაზიებში დამცავი პირბადეების ტარებისკენაც მოუწოდა. საკარანტინე ზომები შესუსტდება ზოგიერთი ბიზნესობიექტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. კონკრეტულად კი, მომავალი კვირიდან 800 კვადრატულ მეტრამდე ფართის მქონე მაღაზიებს გახსნის უფლებას მისცემენ, ხოლო ბავშვები სკოლებში დაბრუნებას 4 მაისიდან შეძლებენ.

>>>

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი Covid 19-ით დაინფიცირდა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც წერს რომ Covid 19-ით დაინფიცირდა, "რადიო აფხაზეთის" ხმა უცვლელად გთავაზობთ ექიმის სტატუს. 

>>>

გაიგეთ, ხალხნო, სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი

გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ, ეს თუ არ გავითავსიეთ, ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

>>>

პაატა იმნაძე - გავიგოთ, გავითავისოთ, ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

>>>

დიდი ოცეული ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გადახდის შეჩერებაზე შეთანხმდა

დიდი ოცეულის წევრები G20, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

>>>

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე და სააღდგომო მსახურების შემდეგ, ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

>>>

17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გაკეთდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.

>>>

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან

მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

>>>

თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.შესაბამისი გადაწყვეტილება 21:00 საათიდან ძალაში შევიდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?