
ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ.
ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ - ზურგს უკან, დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა...
ჰოდა, თუ არ გინდათ აქ მოხვედრა - დარჩით სახლში!...
P.S. იმედია, არ ჩამქოლავთ და არ გამატარებთ კრიტიკის ცეცხლში... თითქმის 3 თვეა ინფექციურ საავადმყოფოში 20 საათს მაინც ვატარებ(ფაქტიურად მეორე სახლია). ვიცი რა მდგომარეობაში არიან პაციენტები. როგორი რთულია ამ ვირუსის დამარცხება... როცა ვუახლოვდებით პიკს უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და დავრჩეთ სახლში წერს გიორგი ბერიძე.