
ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
როგორც სახელმწიფო რწმუნებული განმარტავს, ბოლნისისა და რაჭისუბნის ჩაკეტვის პროცესი უკვე დაწყებულია. შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„მთლიანად, რეგიონში კორონავირუსის 70 ფაქტია, გამოჯანმრთელების 9 და სამწუხაროდ, გარდაცვალების 1 ფაქტი. გუშინ, ჩვენ კაზრეთის და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გავმიჯნეთ, ვინაიდან რისკებს ვხედავდით, იქ დიდი გამოწვევაა. ვიღებთ ზომებს და უკვე დაწყებულია პროცესი ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი - ბოლნისი და რაჭისუბანი“. - განაცხადა რეხვიაშვილმა.