
ისრაელში, იერუსალიმში ულტრა ორთოდოქსები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, რომელიც მათ ჯგუფურად ლოცვას უკრძალავს.მათ საპროტესტო აქციები გამართეს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციელებს დაესხნენ თავს და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს, რომლიდანაც ერთ-ერთი, მედიის ცნობით, გამვლელ მცირეწლოვანს მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სულ მცირე 12 ადამიანი დააკავა. დაშავებულია სამი სამართალდამცველი.