
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში 79 შეადგინა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5035 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.